Thursday, February 25, 2016




კინემატიკა
  • მექანიკური მოძრაობა - სხეულის მდებარეობის ცვლილება სხვა სხეულ(ებ)ის მიმართ.
  • ტრაექტორია - წირი, წარმოსახვითი ან ნამდვილი, რომელსაც მოძრაობისას აღწერს სხეულის რომელიმე წერტილი.
  • ათვლის სხეული - სხეული, რომლის მიმართაც განიხილება მოძრაობა.
  • გადატანითი  მოძრაობა - სხეულის ნებისმიერი წერტილის ტრაექტორია ერთნაირია.
  • ბრუნვითი მოძრაობა - სხეულის ნებისმიერი წერტილის ტრაექტორია წრეწირია.
  • გავლილი მანძილი  -  ტრაექტორიის მონაკვეთის სიგრძე. სკალარია
  • გადაადგილება - წრფის მიმართული მონაკვეთი, რომელიც ტრაექტორიის ორ წერტილს აერთებს. ვექტორია. გადაადგილება და გავლილი მანძილი
  • სკალარული სიდიდე - აქვს მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა (მასა, გავლილი მანძილი, დრო…)
  • ვექტორული სიდიდე - ახასიათებს რიცხვითი მნიშვნელობა და მიმართულება (გადაადგილება, სიჩქარე, აჩქარება, ძალა…).ვექტორების შეკრება
  • მდებარეობისა და მოძრაობის ფარდობითობა - სხეულის მდებარეობა დამოკიდებულია ათვლის სხეულის (სისტემის) არჩევაზე. მოძრაობის ხასიათი (ტრაექტორია, სიჩქარე) დამოკიდებულია ათვლის სისტემის არჩევაზე. 
  • წრფივი თანაბარი მოძრაობა -  ტრაექტორია წრფეა და სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლ მანძილებს გადის.
  • წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე -  ვექტორია. ერთეული - მ/წმ


გავლილი მანძილის და სიჩქარის  დროზე დამოკიდებულების გრაფიკები

V1>V2>V3




  • მოძრაობის განტოლება - კოორდინატ(ებ)ის დროზე დამოკიდებულება. წრფივი თანაბარი მოძრაობის განტოლება:

CodeCogsEqn (6).gif



  • არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე - დამოკიდებულია დროის შუალედზე .
  • მყისი სიჩქარე - სიჩქარე დროის მოცემულ მომენტში.
  • წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა - ტრაექტრორია წრფეა, მოძრაობის სიჩქარე დროის ნებისმირ ტოლ შუალედში ტოლი სიდიდით იცვლება (იზრდება ან მცირდება)
  • აჩქარება:  ვექტორია. ერთეული - მ/წმ2


CodeCogsEqn.gif
CodeCogsEqn (7).gif

სასარგებლო ფორმულები:






CodeCogsEqn (3).gif

CodeCogsEqn (4).gif


CodeCogsEqn (5).gif



  • თანაბარი მოძრაობა წრეწირზე. ბრუნვის პერიოდი T - დრო რომელიც საჭიროა ერთი სრული ბრუნვის შესასრულებლად. ბრუნვის სიხშირე n - ერთ წამში შესრულებული სრული ბრუნვების რიცხვი

T=1/n

ნიუტონის კანონები და ბუნების ძალები

  • ნიუტონის I კანონი (ინერციის კანონი). სხეული ინარჩუნებს უძრაობის ან წრფივი თანაბარი მოძრაობის მდგომარეობას, თუ მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებენ, ან მათი მოქმედება გაწონასწორებულია.
  • მასა -ინერტულობის ზომაა. ერთეული -კილოგრამი.
  • სიმკვრივე = მასა/ მოცულობა. ρ =m/V. ერთეული - კგ/მ3.
  • ძალა -სხეულების ურთიერთქმედების საზომი.

  • ნიუტონის II კანონი: სხეული მოძრაობს აჩქარებით რომელიც მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედის პირდაპირპროპორციულია და სხეულის მასის უკუპროპორციულია.

CodeCogsEqn (8).gif
 
ძალის ერთეული - ნიუტონი. 1 ნ = 1 კგ მ /წმ2.
ერთი წრფის გასწვრივ მოქმედი ძალების შეკრება:


  • ნიუტონის III კანონი: სხეულები ურთიერთქმედებენ ძალებით, რომლებიც სიდიდით ტოლია და ურთიერთსაპირისპიროდაა მიმართული. ან: ყოველ ქმედებას თან ახლავს ტოლი და საპირისპიროდ მიმართული უკუქმედება.

  • მსოფლიო მიზიდულობის კანონი - სხეულები იზიდავენ ერთმანეთს ძალით, რომელიც მათი მასების ნამრავლის პირდაპირპროპორციულია და მათ შორის მანძილის უკუპროპორციულია.



  • სიმძიმის ძალა - ძალა, რომლითაც დედამიწა იზიდავს სხეულს.

CodeCogsEqn (14).gif




  • თავისუფალი ვარდნა -მოძრაობა სიმძიმის ძალის მოქმედებით (წინააღმდეგობის გაუთვალისწინებლად) ბუმბული და ჩაქუჩი




  • თავისუფალი ვარდნის აჩქარება -  არაა დამოკიდებული ვარდნილი სხეულის მასაზე.(დედამიწაზე ≈ 9,8 მ/წმ2)

CodeCogsEqn (13).gif




  • დრეკადობის ძალა - ძალა, რომელიც დრეკადი დეფორმაციის შედეგად აღიძვრება.
  • ჰუკის კანონი- დრეკადად დეფორმირებულ სხეულში აღძრული ძალა დეფორმაციის სიდიდის პირდაპირპროპორციულია და დეფორმციის საპირისპიროდაა მიმართული. ზამბარისათვის:


CodeCogsEqn (16).gif


k ზამბარის სიხისტეა. ერთეული - ნ/მ.


  • უძრაობის ხახუნის ძალა მიმართულია შემხები ზედაპირების გასწვრივ სხეულზე მოქმედი ძალის საპირისპიროდ.
  • სრიალის ხახუნის ძალა  

CodeCogsEqn (17).gif
.

N - შემხები ზედაპირების მართობულად მოქმედი ძალაა.  ხშირად CodeCogsEqn (18).gif.   μ -ხახუნის კოეფიციენტია.


მუდმივობის კანონები მექანიკაში
  • სხეულის იმპულსი -  სხეულის მასის და სიჩქარის ნამრავლი. ერთეული - კგ მ/წმ
CodeCogsEqn (19).gif
  • იმპულსის მუდმივობის კანონი:სხეულთა იზოლირებული სისტემის იმპულსი მუდმივი სიდიდეა (იზოლირებულია სისტემა, რომელზეც სხვა სხეულები არ მოქმედებენ, ან მათი მოქმედება გაწონასწორებულია).
  • მექანიკური მუშაობა - სხეულზე მოქმედი ძალისა და გადაადგილების (სკალარული) ნამრავლი. ერთეული - ჯოული (ჯ)
CodeCogsEqn.gif
α-კუთხეა ძალას და გადაადგილებას შორის.
  • სიმძლავრე - მუშაობის შესრულების სისწრაფე. ერთეული - ვატი (ვტ)
CodeCogsEqn20.gif
  • მექანიკური ენერგია - მუშაობის ესრულების უნარი. ერთეული - ჯოული. ორი სახისაა:

    • კინეტიკური:
CodeCogsEqn (20).gif



    • პოტენციური:
      • სიმძიმის ძალის პოტენციური ენერგია:


CodeCogsEqn (21).gif

m- მასაა,g - თავისუფალი ვარდნის აჩქარება, h -  სიმაღლე.


      • დრეკადად დეფორმირებული სხეულის პოტენციური ენერგია


CodeCogsEqn (22).gif

k - სიხისტეა,  x - დეფორმაცია ( მაგ. ზამბარის წაგრელება)


სტატიკა
  • სიმძიმის (მასათა) ცენტრი : ზოგიერთი ამოცანის ამოხსნისას შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სხეულის მასა თავმოყრილია ერთ, წარმოსახვით წერტილში, შესაბამისად, სიმძიმის ძალაც ამ წერტილზეა მოდებული.
  • წონასწორობის სახეები:
    • მდგრადი
    • არამდგრადი
    • განურჩეველი





  • უძრავი ბრუნვის ღერძის მქონე სხეულის წონასწორობის პირობა: საპირისპირო მიმართულებით მაბრუნებელ ძალთა მომენტების ჯამები ტოლია.
  • ძალის მომენტი -  ძალის სიდიდისა და მხარის ნამრავლი










  • ჭოჭონაქი:
    • უძრავი: ძალაში მოგება = 0; მოძრავი: ძალაში მოგება = 2
polispast podem.jpg








მოგება ძალაში = l/h


  • მექანიკის “ოქროს წესი”: ვიგებთ ძალაში - ვაგებთ გადაადგილებაში.


ჰიდრო- და აეროსტატიკა

  • წნევა - ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალის შეფარდება ამ ზედაპირის ფართობთან. 


CodeCogsEqn(22).gif

 ერთეული - პასკალი (პა)

  • სითხის წნევა: P = ρgh ρ - სითხის სიმკვრივეა, h სითხის სვეტის სიმაღლე
  • პასკალის კანონი: წნევა სითხესა და აირში თანაბრად გადაეცემა ყველა მიმართულებით.
  • ზიარი ჭურჭელი:


images.jpg

  • ნორმალური ატმოსფერული წნევა:  100 000 პა = 100 კპა
  • არქიმედეს ძალა: აირში ან სითხეში მოთავსებულ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა სხეულის მიერ გამოძევებული აირის ან სითხის წონის ტოლია:
P = ρgV  
V- სხეულის მოცულობაა
  • ცურავს თუ იძირება?
    • ρსითხე> ρსხეული ტივტივებს
    • ρსითხე< ρსხეული იძირება


მექანიკური რხევები და ტალღები
  • რხევითი მოძრაობა - პერიოდული ( დროში განმეორებადი) მოძრაობა წონასწორობის მდგომარეობიდან ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ( რხევითი მოძრაობის მაგალითები: ქანქარა, ზამბარა )
  • ამპლიტუდა -  მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.
  • რხევის პერიოდი - დროის შუალედი, რომელშიც ერთი სრული რხევა სრულდება (T). ერთეული  - წმ.
  • რხევის სიხშირე - ერთ წამში შესრულებული რხევების რიცხვი (f). ერთეული - ჰერცი (ჰც).
  • რხევის სიხშირე და პერიოდი ურთიერთშებრუნებული სიდიდეებია: f = 1/T ;
ჰც = 1/წმ.
  • ტალღა - რხევის გავრცელება გარემოში
    • განივ ტალღაში - რხევის მიმართულება ტალღის გავრცელების მიმართულების მართობულია ( მაგ. ტალღა წყლის ზედაპირზე);
    • გრძივ ტალღაში -რხევის მიმართულება ტალღის გავრცელების მიმართულებას ემთხვევა (მაგ. ტალღა ზამბარაში)
    • Sine_wavelength.svg.png
  • ტალღის სიგრძე λ (ლამბდა)  - მანძილი ტალღის ორ “ერთნაირ წერტილს” (მაგ. ორ ბურცობს) შორის. ესაა მანძილი, რომელზეც ტალღა ვრცელდება ერთი პერიოდის განმავლობაში.
  • კავშირი ტალღის სიგრძეს ( λ), გავრცელების სიჩქარეს (v) და სიხშირეს  (f) შორის:   
v =  λ f    (ტალღის განტოლება)


  • ბგერითი ტალღა (ბგერა) - გრძივი ტალღაა გარემოში ნაწილაკების შემჭიდროებების და გაუხშოებების მონაცვლეობა ვრცელდება.
  • ბგერის სიჩქარე - დამოკიდებულია გარემოზე (ჰაერი ~ 340 მ/წმ, წყალი ~ 1500 მ/წმ, რკინა  ~ 5000 მ/წმ)
  • ბგერის ხმამაღლობას განსაზღვრავს ამპლიტუდა
  • ბგერის ტონის სიმაღლეს განსაზღვრავს სიხშირე ( მეტია სიხშირე - მეტია ტონის სიმაღლე).
  • ექო -არეკლილი ბგერაა.


გეომეტრიული ოპტიკა
  • ერთგვაროვან გარემოში სინათლე წრფივად ვრცელდება. ამით აიხსნება ჩრდილის წარმოქნა.
  • სინათლის წყარო შეიძლება ჩაითვალოს წერტილოვან წყაროდ იმ შემთხვევაში, თუ მანძილი წყარომდე ბევრად აღემატება წყაროს ზომას.
  • ორი გარემოს გამყოფ ზედაპირზე სინათლე აირეკლება.
  • არეკვლის კანონები:
    • დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლია;
    • დაცემული სხივი, არეკლილი სხივი და დაცემის წერტილში ზედაპირის მიმართ აღმართული პერპენდიკულარი ერთ სიბრტყეში მდებარეობს.

download.jpg


  • სარკული და დიფუზიური არეკვლა:
 

download (1).jpgimage_large.jpg

  • გამოსახულების აგება ბრტყელ სარკეში:  გამოსახულება წარმოსახვითია



  • download (2).jpgსინათლის გარდატეხა: ორი გამჭვირვალე გარემოს გამყოფ ზედაპირზე სინათლე გარდატყდება.
  • α - დაცემის კუთხეა, β - გარდატეხის, n1 , n2 -გარდატეხის მაჩვენებლები.
  • გარდატეხის კანონები:
    • n1sinα =n2sinβ
    • დაცემული სხივი, გარდატეხილი სხივი და დაცემის წერტილში გამყოფი ზედაპირის მიმართ აღმართული პერპენდიკულარი ერთ სიბრტყეში მდებარეობს.
  • გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი- გვიჩვენებს, რამდენჯერ ნაკლებია სინათლის სიჩქარე მოცემულ გარემოში ვაკუუმთან შედარებით:
n = c/v
c - სინათლის სიჩქარეა ვაკუუმში, v - სინათლის სიჩქარეა გარემოში.
  • 220px-Prism_rainbow_schema.pngსინათლის დისპერსია: სინათლის სიჩქარე და შესაბამისად, გარდატეხის მაჩვენებელიც, დამოკიდებულია სიხშირეზე (ტალღის სიგრძეზე). ამის გამო გარდატეხის კუთხე სხვადასხვა სიხშირის (ფერის) სინათლისათვის განსხვავებულია. მაგალითი: თეთრი სინათლის დაშლა ფერებად პრიზმაში (სპექტრი)





სითბური მოვლენები
  • ნივთიერების აგებულება
  • ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები (მოლეკულები) განუწყვეტლივ მოძრაობენ (სითბური მოძრაობა).
  • სხეულის ტემპერატურა პირდაპირპროპორციულია ნაწილაკების მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგიის.
  • აბსოლუტური ნული - ტემპერატურა, რომელზეც წყდება სითბური მოძრაობა (კელვინის სკალა)       T= t + 273.15 T - ტემპერატურა კელვინებში,
t- ტემპერატურა ცელსიუსის გრადუსებში.
  • შინაგანი ენერგია - სხეულის შემადგენელი ნაწილაკების სიტბური მოძრაობის კინეტიკური და ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამი.
  • შინაგანი ენერგია შეიძლება შეიცვალოს სხეულზე მექანიკური მუშაობის შესრულებით  (მაგ. აირის შეკუმშვით), აგრეთვე თბოგადაცემით.
  • თბოგადაცემა:
    • სითბოგამტარობა- ენერგიის გადაცემა გარემოში ნივთიერების გადატანის გარეშე - უმნიშვნელოა აირებში, ძლიერია მაგ. ლითონებში
    • კონვექცია - ენერგია გადააქვს ნივთიერების ნაკადს. ძლიერია აირებში, შედარებით სუსტი სითხეეებში, არ “მუშაობს” მყარ მდგომარეობაში
    • გამოსხივება - საერთოდ არ სჭირდება გარემო.
  • სითბოგამტარობით გადაცემულ ენერგიას სითბოს რაოდენობა ეწოდება
Q= Cm(t2-t1)
Q - სითბოს რაოდენობაა (ჯ), C - კუთრი სითბოტევადობაა,  m - ნივთიერების მასა (კგ) , t2 და t1 - ნივთიერების საბოლოო და საწყისი ტემპერატურა (გრადუსი).
  • კუთრი სითბოტევადობა - ერთი კილოგრამი ნივთიერების ერთი გრადუსით გასათბობად საჭირო ენეგიაა. ერთეული ჯ/კგ*გრად (მაგ.წყლის კუთრი სითბოტევადობაა 4200 ჯ/კგ გრად. ეს ნიშნავს , რომ 1 კგ წყლის 1 გრადუსით გათბობისათვის საჭირო სითბოს რაოდენობაა 4200 ჯოული)
  • წვის კუთრი სითბო K - გვიჩვენებს , სითბოს რა რაოდენობა გამოიყოფა ერთი კილოგრამი საწვავის სრული დაწვისას. ერთეული - ჯ/კგ. m მასის საწვავის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობის გასაგებად წვის კუთრი სითბო ნდა გამრავლდეს მასაზე:
Q= K m
  • დნობა და გამყარება -  ნივთიერების მყარიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლა და პირიქით.
  • დნობის კუთრი სითბო - სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა დნობის ტემპერატურამდე მიყვანილ 1 კგ მყარი ნივთიერების დასადნობად. ერთეული - ჯ/კგ

CodeCogsEqn.gif




  • დნობის/გამყარების დროს ნივთიერების ტემპერატურა უცვლელია.
  • აორთქლება და კონდენსაცია -ნივთიერების თხევადიდან აირად მდგომარეობაში გადასვლა და პირიქით.
  • ორთლადქცევის კუთრი სითბო - სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა დუღილის ტემპერატურაზე  მიყვანილი 1 კგ თხევადი ნივთიერების ასაორთქლებლად. ერთეული - ჯ/კგ
CodeCogsEqn (1).gif
  • დუღილის/კონდენსაციის დროს ნივთიერების ტემპერატურა არ იცვლება. დუღილის ტემპერატურა წნევის გაზრდით იზრდება.


ელექტრული მოვლენები
  • ელ. მუხტი - ორგვარია: დადებითი და უარყოფითი.
  • მუხტის მუდმივობის კანონი: იზოლირებული სისტემის ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივი სიდიდეა.
  • მუხტების ურთიერთქმედება: ერთნაირნიშნიანი (++ და - -) მუხტები განიზიდავენ,  განსხვავებულნიშნიანები (+ -) კი მიიზიდავენ ერთმანეთს.
  • მუხტის ერთეული - კულონი (კ)
  • კულონის კანონი:  


  • ელექტრული დენი - დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებული მოძრაობა.
  • დენის ძალა:  
I=q/t   ერთეული ამპერი (ა) ამპერი= კულონი/წმ
I=U/R


  • ძაბვა ორ წერტილს შორის ტოლია ელექტრული ველის მიერ ერთეულოვანი დადებითი მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობის:
U=A/q
ძაბვის ერთეულია ვოლტი (ვ) ვოლტი=ჯოული/კულონი
  • გამტარის წინაღობა:  ერთეული - ომი
  • გამტარის წინაღობის დამოკიდებულება მის გეომეტრიულ ზომებსა და გვარობაზე:
  • ρ-კუთრი წინაღობაა, l გამტარის სიგრძეა (მ), S გამტარის განივკვეთის ფართობი (მმ2)

  • გამტართა მიმდევრობითი შეერთება:
I = I1=I2
U= U1+U2
R = R1+R2


  • გამტართა პარალელური შეერთება:


I = I1+I2
U= U1=U2
1/R = 1/R1+1/R2 R = R1R2/(R1+R2)


  • დენს ზომავენ  აპერმეტრით - წრედში ირთვება მიმდევრობით.
  • ძაბვას ზომავენ ვოლტმეტრით - წრედში ირთვება პარალელურად.
  • დენის მუშაობა და სიმძლავრე. ჯოულ-ლენცის კანონი.
A= IUt ; P=IU=I2R=U2/R